პირველი გემები ფოთის პორტში

November 28 2018

ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების შემდეგ, რიონზე ნაოსნობისა და ვაჭრობის მიზნით სარეზერვო გემების მიმოსვლა დაიწყო. 1858 წლის მაისში ფოთიდან ორპირის მიმართულებით პირველად გავიდა გემი ,,აკერმანი,“ ამ მიმართულებით კი 14 წლის მანძილზე კვირაში ორჯერ მოძრაობდნენ ორთქლის გემები: ,,თავადი ბარიატინსკი,“ ,,გოლუმშჩიკი,“ ,,ნოვოსელსკი,“ ,,სესტრიცა“ და სხვა. ამ გემებით უცხოელ ვაჭრებს ფოთიდან ორპირში შალეული, აბრეშუმის ქსოვილები, დარაია, მაუდი, ტილო, შაქარი, მარილი და სხვა საგნები ჩაჰქონდათ, სანაცვლოდ კი ფოთში ხე-ტყის მასალა, ნედლი აბრეშუმი, ბამბა და ღვინო ჩამოჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ როცა საქართველოში სიმინდის მოსავალი გაიზრდა, განვითარდა მისი ექსპორტიც - საზღვარგარეთ გასატანად რიონის არხით საქართველოს სხვადასხვა მაზრებიდან მაზრებიდან ფოთში წლების მანძილზე ჩამოდიოდა მილიონობით ტონა სიმინდი, რომელიც ნავსადგურიდან დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებოდა.

First Ships at Poti Port

უძველესი დროიდან ფოთის პორტი უდიდეს როლს ასრულებდა როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის განვითარებაში, რიონზე გემების რეგულარულმა მიმოსვლამ კი დადებითი როლი შეასრულა ტვირთზიდვის და მგზავრთა გადაყვანის საქმეში, ხელი შეუწყო ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას.

 

თავდაპირველად, როცა ფოთის სავაჭრო საქმეებს უცხოელი კაპიტალისტები უძღვებოდნენ ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი (ნიგვზის კუნძები, ბზა, მატყლი, აბრეშუმი, პური, ღვინო, ბეწვეულობა, საქონლის ტყავები, თივთიკი, ლეკის სალები თუ ნაბდები) ზღვით ევროპაში გადიოდა, რადგან მათ კარგი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ სხავადასხვა სახელმწიფოსთან. ამ პერიოდში ნატურით გაცვლა ხდებოდა და ბევრი ადამიანი ამ ნაწარმში ცვლიდა უცხო ქვეყნიდან მოტანილ ფართალს, აბრეშუმის ქსოვილებს, მაუდებს, ავეჯეულობას. 

First Ships at Poti Port

იცით თუ არა, რომ: 

?

  • ფოთის ნავსადგურიდან გასატანი და გატანილი მრავალფეროვანი საგნებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა ჭიათურის მარგანეცის ექსპორტს, რომელიც 1879 წელს დაიწყო და უცხოეთში 2 290 000 ფუთი მარგანეცი გავიდა.
    Flags
  • 1888-91 წლებში ფოთის ნავსადგურიდან გასული ჭიათურის მარგანეცის 63,8% ინგლისსა და ჰოლანდიაში, 17,8% კი გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში გავიდა. 1898-1905 წლებში კი მარგანეცის გატანა წარმოებდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისშიც.