გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა InPort გამოცხადდა

APM Terminals Poti (კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური) არის  A.P. Moller - Maersk Group გლობალური ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს უდიდეს მრავალმიზნობრივ ნავსადგურს საქართველოში, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის ტვირთების და კონტეინერების გადამუშავებას, ასევე აღნიშნულ გადამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის საზღვაო მომსახურების გაწევას. ძირითადად ის ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე  აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის ბაზრებს. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს:

ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, კომპანია აცხადებს ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამას - InPort, რომლის მთავარი ამოცანაა ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და გამორჩეული პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვა და განვითარება. 

თუ ხართ განვითარებაზე ორიენტირებული ნიჭიერი ახალგაზრდა და გსურთ შეიქმნათ წარმატებული კარიერა, InPort-ი საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენთვის - ინტენსიური და მრავალმხრივი განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს  პრაქტიკულ დავალებებს,  დისკუსიებს, გუნდურ სამუშაოებს და უშუალოდ სამუშაო ადგილზე სწავლებას და დასაქმების შესაძლებლობას ფოთის საზღვაო ნავსადგურში. 

ტალანტის მოზიდვისა და განვითარების პროგრამა, რომელიც შედგება 4 თვიანი პრაქტიკული და თეორიული მოდულისაგან, მიზნად ისახავს დაეხმაროს მონაწილეებს ფინანსური, მენეჯერული და ტექნიკურ-პროფესიული მიმართულებებით წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას და გთავაზობთ: 

  • საინტერესო სასწავლო პროცესს ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გასავითარებლად
  • დახმარებას პროფესიული უნარების განვითარებაში
  • საინტერესო გამოწვევებს და ნავსადგურის საქმიანობის სიღრმისეულად გაცნობის შესაძლებლობას
  • მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას
  • თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული გარემოს გაცნობის შესაძლებლობას 
  • მრავალფეროვნების, თანასწორუფლებიანობის და ჩართულობის პრინციპსა და კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღია სამუშაო კულტურას, დინამიურ, საერთაშორისო გარემოში
  • რეალური კარიერული შესაძლებლობებისთვის მომზადებას

პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს შემდეგი აუცილებელი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

  • ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მიმართულება:
    • ტექნიკურ - საინჟინრო (STEM) 
    • ბიზნესის მართვა
    • საფინანსო
    • სოციალური ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა, ცნობისმოყვარეობა და მოქნილობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და ქმედებებზე ორიენტირება, ენერგიულობა
  • წინდახედულობა და კეთილსინდისიერება 
  • მოტივირებულობა და სიახლეებისადმი გახსნილობა
  • კონკურენტულ სამუშაო კულტურასთან მაქსიმალური თანხვედრა - კრიტიკული აზროვნება, მიზანდასახულობა, ღია კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა
  • შესაბამისი ტექნიკური / პროფესიული ცოდნა, მათ შორის ანალიტიკური უნარ-ჩვევები
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სამუშაო კომპიუტერული უნარები

პროგრამაში ჩაერთვებიან კანდიდატები, რომელიც წარმატებით გაივლიან შემდეგ შერჩევის საფეხურებს:

  1. სააპლიკაციო ფორმებისა და სამოტივაციო წერილის შეფასება 
  2. შერჩეული კანდიდატების ტესტირება - ლოგიკური აზროვნების ინდექსი, ინგლისური ენის ტესტი 
  3. ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრებები.

პროგრამის მონაწილეები პროგრამის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან კონკურენტული სარგებლისა და ანაზღაურების პაკეტით: 

  • ყოველთვიური სტიპენდია 600 ლარი (დარიცხული)
  • უბედური შემთხვევების დაზღვევა
  • ნავსადგურის სასადილოს ვაუჩერი
  • საცხოვრებელი, საჭიროების შემთხვევაში.

პროგრამის პრაქტიკული ჩატარების ადგილი - ქალაქი ფოთი

მრავალფეროვნება, თანასწორობა, მიმღებლობა და პატივისცემა მაერსკის კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამგვარი კულტურა უზრუნველყოფს ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, ახალისებს განსხვავებულ მოსაზრებებს და სამუშაოს შესრულების ინოვაციური მეთოდების ძიებას. ჩვენ ვქმნით დასაქმების სამართლიან გარემოს და გვჯერა, რომ ჩვენს ინდუსტრიაში გენდერული ბალანსის დაცვა დიდ სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიას, ასევე იმ სოციუმს, რომელშიც ვოპერირებთ. 

თუ გსურთ შემოუერთდეთ ტალანტის განვითარების პროგრამას, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) მისამართზე careerpoti@apmterminals.com და წერილის სათაურში მიუთითოთ პროგრამის დასახელება - InPort.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ივლისი.

ეიპიემ ტერმინალს ფოთი აღნიშნულ პროექტს 2017 წლიდან ახორციელებს და შედეგად, 33 ინპორტელი დასაქმდა კომპანიაში.