05.03.21
ეიპიემ ტერმინალს ფოთისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობა ფოთში სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად
გარდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის კუთხით შექმნილი საფრთხეებისა, ახალი კორონავირუსის პანდემიამ უაღრესად მძიმე გავლენა იქონია ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენაზე. იზოლაციამ, ჯანმრთელობის მომეტებულმა რისკებმა და საარსებოდ აუცილებელ რესურსებზე კიდევ უფრო შეზღუდულმა წვდომამ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით ხანდაზმული მარტოხელა ადამიანები, ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“, კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის დაფინანსებით, ფოთში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს გადაეცათ სურსათი და ჰიგიენური პროდუქტები, რომლებიც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისეებმა დაარიგეს. საქველმოქმედო აქციამ მოიცვა 50 ოჯახი და მარტოხელა მოხუცი, რომლებიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური სოციალური საკითხების სიების მიხედვით შეირჩა.
პანდემიის ფონზე, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ საზოგადოების მხარდამჭერი არაერთი ღონისძიება განახორციელა (შენატანი STOP-COV ფონდში, თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ჩართე,“ ფოთის სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი), მათ შორის, კომპანია უკვე მეორედ თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის ოფისთან, რომელთანაც მსგავსი ინიციატივა 2020 წლის გაზაფხულზეც განხორციელდა; მაშინ დახმარება გაეწია 60 შეჭირვებულ ოჯახის.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ „წითელი ჯვარს“ და მათ მოხალისეებს საზოგადოების დახმარებაზე გაწეული ძალისხმევისა და შრომისათვის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის. ცალსახაა, რომ სექტორებს შორის მსგავსი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს კომპანიებსა და კორპორაციებს მარტივად ჩაერთონ ადგილობრივთა სოციალური კეთილდღეობის ინიციატივებში, განსაკუთრებით, მზარდი სოციალური სიძნელეების პერიოდებში.
Terminal Alerts
Terminal alerts provide you with real-time, personalised operational updates via SMS or email.