გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

„კაიკაკუ კაიზენის“ კვირეული ეიპიემ ტერმინალს ფოთში

„ჩვენ ვსწავლობთ, ვვითარდებით და ვიზრდებით მხოლოდ მომხმარებლების საჭიროებების გათავისებით - შესაბამისად, საჭიროა მოვისმინოთ მეტი და გავაკეთოთ ნაკლები დაშვებები.“ - კელდ მოსგაარდ ქრისტენსენი, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორი.

მიმდინარე წლის 24 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ეიპიემ ტერმინალსმა მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ეიპიემ ტერმინალს ფოთში „კაიკაკუ კაიზენის“ საპილოტე კვირეული ჩაატარა, რომლის მიზანიც იყო კომპანიაში მიმდინარე ტრანსფორმაციის  და Lean მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესების ხელშეწყობა.

„კაიკაკუ კაიზენი“ იაპონური ტერმინია და რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს. Lean მეთოდოლოგიის პრინციპების გამოყენებით, კომპანიის მიმდინარე წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის ირგვლივ, მთელი კვირის განმავლობაში, გაერთიანდნენ სხვადასხვა გუნდის წევრები, ადგილობრივი საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელობის და ევროპის რეგიონის მმართველი გუნდის აქტიური მხარდაჭერით, პროცესებში არსებული დანაკარგებისა და არაეფექტური ელემენტების აღმოსაჩენად და მომხმარებლებისა და კომპანიისათვის ღირებულების მომტანი ცვლილების განსახორცილებელად.

შერჩეულ იქნა ეიპიემ ტერმინალს ფოთის საკონტეინერო ტერიტორიის ერთ-ერთი ძირითადი მომსახურება - მეორეული მანქანების მიღება-გაცემა. სხვადასხვა მიმართულებებიდან, როგორებიცაა კომერციული, საოპერაციო, უსაფრთხოების დეპარტამენტები, აღნიშნულ პროცესში, რომელსაც კომერციული დირექტორი ხელმძღვანელობდა, ჩართული იყო დაახლოებით 15-მდე თანამშრომელი. აღნიშნული გუნდი სრულად იყვნენ გადართულნი შესაბამისი არსებული პროცესების გაანალიზებასა და გაუმჯობესებაზე.

საწყის ეტაპზე, დეტალურად იქნა შესწავლილი არსებული ვითარება უშუალოდ ადგილზე დაკვირვებით. თანადროულად, მჭიდრო კომუნიკაცია წარმოებდა თავად ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორიის მომხმარებლებთან, რომელთა დახმარებითაც მოხდა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და პრობლემური მიმართულებების განსაზღვრა, პრიორიტეტების დასახვა, გაუმჯობესების გზების მოძიება და ცვლილებების ეფექტურად თანამშრომლობით დანერგვის შესაძლებლობების განხილვა. კვირეულის შედეგად, გამოიკვეთა კონკრეტულ მომსახურებასთან დაკავშირებული 14 პროცესი, რომლებზეც განისაზღვრა პასუხისმგებელი პირები და კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს სერვისის გაუმჯობესება. აღნიშნული ინვესტიციის საბოლოო მიზანს წარმოადგენს ეიპიემ ტერმინალს ფოთის მომხმარებელთა კმაყოფილების დონის კიდევ უფრო მეტად გაზრდა.

„კაიკაკუ კვირეული არის Lean ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესის გაგრძელება და ფოკუსირდება იმ მკაფიოდ განსაზღვრულ მიმართულებებზე, სადაც საშუალება გვეძლევა გავაუმჯობესოთ ჩვენი პროცესები და მომხმარებლებს მივაწოდოთ უკეთესი მომსახურება. მიღებულმა შედეგმა კიდევ ერთხელ ნათლად გვაჩვენა, რამდენად საჭირო და შედეგიანია კომპანიის მიერ არჩეული ტრანსფორმაციის გზა, რომელიც გულისხმობს ჩვენს მომხმარებლებსა და მათ საჭიროებებზე ფოკუსირებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველას გონებისა და გულის ერთ თამაშში ჩართვას (“All brains and hearts in the game”), ქვეყნის ეკონომიკისა და ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული არაერთი მხარის სასარგებლოდ“- განაცხადა კომერციულმა დირექტორმა, იენ როლინსონმა.

აღნიშნული კვირა აღსანიშნავი იყო სხვადასხვა ფუნქციური მიმართულებების თანამშრომელთა დაახლოებისა და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანების მხრივაც, რომლის მიღწევაც პირდაპირ აისახება როგორც მომხმარებლების კმაყოფილებაზე, ისე კომპანიის და მისი თანამშრომლების წარმატებულობასა და ჩართულობაზე.

„პირველად ვიყავი მსგავსი ღონისძიების მონაწილე, რამაც საშუალება მოგვცა გავცნობოდით ორგანიზაციის შიგნით სხვადასხვა თანამშრომლების მიერ ყოველდღიურად გაწეულ სამუშაოს. აქ საშუალება მოგვეცა გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის საკუთარი მოსაზრებები და როგორც ხელმძღვანელობასთან ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გვემსჯელა ყველა საინტერესო საკითხზე, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო განვავითაროთ არსებული მომსახურება და ჩვენი მომხმარებლების შესაძლო საჭიროებები. ყოველდღიურად ხდებოდა განხილვები, კლიენტებთან კომუნიკაცია და გაწეული სამუშაოს შეჯამება, მათ შორის, სათაო ოფისთან გაზიარება. დიდი მადლობა ყველას ამ კვირეულის ორგანიზებისთვის“ - ლაშა ამბალია, მომხმარებლებზე ზრუნვის პარტნიორი, ოპერაციების დეპარტამენტი.