საყურადღებო ინფორმაცია საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალებების გაყვანის შესახებ
ძვირფასო მომხმარებლებო,
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სს “კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური”-ს / “APM Terminals Poti”-ს (ს/კ: 215080999) საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალებების გაყვანა შესაძლებელია კონტეინერის გახსნის თარიღის მომდევნო დღის დილის 06:00 საათის შემდეგ.
ადგილზე ნაადრევად გამოცხადება და ლოდინი თავიდან რომ აიცილოთ, ინფორმაციის წინასწარ გადამოწმება შეგიძლიათ თქვენს კონტრაქტორ ფორვარდერულ კომპანიასთან.
გმადლობთ თანამშრომლობისათვის.