Skip To Content
გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარჯვნივ გლობალური ნავიგაციისთვის გადადით მარცხნივ

ჩვენი ნავსადგური

ფოთის საზღვაო ნავსადგური ყველაზე დიდი ნავსადგურია საქართველოში და მას მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს, გადაამუშავებს რა საკონტეინერო, თხევად, მშრალ, ნაყარ ტვირთებს და ემსახურება საბორნე მიმოსვლას. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული და გადის 17 კმ-იანი სარკინიგზო ხაზი.

ნავსადგური ევროპის კარიბჭეა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო ტვირთებისთვის და აქვს იდეალური ადგილმდებარეობა ცენტრალური აზიის სავაჭრო ჰაბის ალტერნატივით. ფოთის პორტიდან საბორნე მიმოსვლა ხორციელდება შავი ზღვის აუზის ნავსადგურებთან, როგორებიცაა უკრაინის, რუსეთის და ბულგარეთის პორტები და დაკავშირებულია ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს დიდ ქალაქებს. 

 

85 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია

სათავეში მოსვლის დღიდან (აპრილი, 2011), „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.

ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი

“ეიპიემ ტერმინალსი“ მიჰყვება ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმას პირველ ფაზაში 250 მილიონ დოლარზე მეტი კერძო კაპიტალის და მეორე ფაზაში დამატებით სოლიდური მოცულობის თანხის ინვესტირებით, ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის მასშტაბური განვითარებისათვის.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] - 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას. 

მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში.

მშენებლობის სავარაუდო ვადები განისაზღვრება 24-30 თვით, რაც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და მათ მხარდაჭერას, რათა ყველა საჭირო ნებართვა მიღებულ იქნას დროულად. და თუ ეს ასე იქნება, რისი მოლოდინიც გვაქვს, პროექტის პირველი ფაზა დასრულდება 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს.